Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, მიიღოს მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო სამიტში


კომბინირებული ფოტო: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი
კომბინირებული ფოტო: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, მიიღოს მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო სამიტში, რომელიც მიმდინარე თვეში შვეიცარიაში გაიმართება, - უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებს 6 ივნისს. მისი თქმით, ჩინეთი წინა სამიტებში მონაწილეობდა და "მისი იქ ყოფნა სასარგებლო იყო. ვფიქრობთ, ეს აქაც სასარგებლო იქნება".

პეკინი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს მოსკოვთან, ჯერჯერობით აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას 15-16 ივნისის სამიტში და ამბობს, რომ სიღრმისეული სამშვიდობო კონფერენციისთვის საჭიროა, მასში ორივე მხარე მონაწილეობდეს.

კიევი აცხადებს, რომ სამიტზე მოწვევას დათანხმდა 100-ზე მეტი ქვეყანა. მოსკოვი თვლის, რომ რუსეთის გარეშე ეს სამიტი აზრმოკლებული იქნება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG