Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკიდან, რომელსაც რუსეთის არმია უტევს, გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია - პოლიცია


უკრაინელი პოლიციელი ქალაქ ვოვჩანსკში დაბომბვის შედეგად განადგურებული ერთ-ერთი შენობის წინ
უკრაინელი პოლიციელი ქალაქ ვოვჩანსკში დაბომბვის შედეგად განადგურებული ერთ-ერთი შენობის წინ

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ხარკოვის რეგიონის ქალაქ ვოვჩანსკიდან (რუსები მას ვოლჩანსკს უწოდებენ. რედ.) ათზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ეთერში ("თავისუფლება.დილა") განაცხადა ხარკოვის რეგიონში უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა სერგეი ბოლვინოვმა. მისი თქმით, ყოველდღე თითქმის ამდენი ადამიანის გამოყვანას ახერხებს პოლიცია ფაქტობრივად ფრონტისპირა ქალაქიდან, რომელსაც რუსეთის არმია 10 მაისიდან ინტენსიურად ბომბავს.

"ქალაქი ვოვჩანსკი სინამდვილეში ომის ზონაა. მთელი ქალაქი ვოვჩანსკი საშიშია პოლიციელთა მუშაობისთვის. ქალაქში მოქმედებენ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც იგერიებენ მტრის შეტევას და ატარებენ საბრძოლო ოპერაციებს. პოლიციელები ამ დროისთვის ვოვჩანსკში ძალიან იშვიათად შედიან და ადამიანებს ქალაქის გარეუბანში ხვდებიან უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად“, - განაცხადა სერგეი ბოლვინოვმა.

რუსეთის ძალებმა ბელგოროდთან მოსაზღვრე ქალაქ ვოვჩანსკზე ინტენსიური სახმელეთო შეტევა 10 მაისიდან დაიწყეს. უკრაინის არმიის სარდლობამ ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთის დასაცავად სარეზერვო ძალები გაგზავნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG