Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელი საქართველოზე: გადაწყვეტილებას მივიღებთ ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე


ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში
ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში

კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.

თუკი ეს კანონი ძალაში შევა, ეს ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის პასუხზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ საგარეო საქმეთა ივნისის საბჭოზე“ - ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში სამშაბათს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს.

28 მაისს ჟოზეპ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დაწერა: „ოქტომბრის არჩევნები იქნება ევროკავშირში თავისი მომავლისადმი საქართველოს ერთგულების გამოცდა“.

27 მაისს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა, რომლის დღის წესრიგში, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის გარდა, იყო საქართველოში "აგენტების კანონის" განხილვა და მასთან დაკავშირებული პროცესები.

ევროკავშირის მინისტერიალის დასკვნით დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩაიწერა:

"საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონის გარშემო მოვლენათა განვითარებაზე საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და სულისკვეთებას.

წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, განხილული იქნება ევროკავშირის ყველაზე შესატყვისი პასუხი, ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე".

ფორუმი

XS
SM
MD
LG