Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში გამოძიება დაიწყო ამბოხების საფრთხის შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებით


პარასკევს გამოქვეყნებულ ვიდეოში, ნიღბიანი და შეიარაღებულ რეზერვისტი, ამბობს, რომ ჯარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაემორჩილება.
პარასკევს გამოქვეყნებულ ვიდეოში, ნიღბიანი და შეიარაღებულ რეზერვისტი, ამბობს, რომ ჯარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაემორჩილება.

ისრაელში სამხედრო პოლიცია დაკითხავს ჯარისკაცს, რომელმაც ჩაწერა ვიდეო იმის თაობაზე, რომ არმია არ დაემორჩილება ქვეყნის თავდაცვის მინისტრის და ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებებს, თუ ისინი ისრაელს მიიყვანენ "სრულ გამარჯვებამდე" შეერთებულ შტატებსა და ისრაელში ტერორისტულ აღიარებულ დაჯგუფება ჰამასზე.

პარასკევს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში, ნიღბიანი და შეიარაღებული რეზერვისტი ამბობს, რომ ჯარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაემორჩილება. მან ასევე მოითხოვა თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის გადადგომა. ისრაელის მედია ამ გამოსვლას ახასიათებს როგორც " ამბოხებისკენ მოწოდებას." ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხედრო პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება.

ვიდეო პირველად მემარჯვენე ჟურნალისტმა იინონ მაგალმა გამოაქვეყნა. მედიამ ყურადღება მიაქცია, რომ ეს მიმართვა სოციალურ ქსელებში პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს ვაჟმა გაიზიარა.
ანონიმური ვიდეო პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსადმი მიმართვის სახით ჩაიწერა. ჯარისკაცი, რომელიც ვინაობას არ ამხელს, აცხადებს, რომ "100 000 რეზერვისტი" მზად არის მოკვდეს ღაზის სექტორში გამარჯვების მისაღწევად. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ის მხარს უჭერს ისრაელის სრულ კონტროლს სექტორზე.

თავად ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიდეოზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამბოხის ნიშნის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების ფონია ღაზის სექტორში გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარე ისრაელის სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჯერჯერობით ვერ აღწევს სექტორზე სრული კონტროლის დამყარებისა და ჰამასის სტრუქტურების განადგურების მიზანს.

  • გასული წლის 7ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის მეომრების შეჭრის შემდეგ, როცა 1200 პირი დაიღუპა და 250 მძევალი გაიტაცეს, ისრაელი საპასუხო სამხედრო მოქმედებას მიმართავს ღაზის სექტორში, პალესტინელთა ტერიტორიაზე ჰამასის წინააღმდეგ. (ჰამასს აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.)
  • ამ დროის განმავალობაში ისრაელის ავიაციის მოქმედებას ემსხვერპლა 35 ათასზე მეტი პალესტინელი - იტყობინება ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყება. პალესტინელთა ამ რეგიონს ჰამასის პოლიტიკური ფრთა მართავდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG