Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სომხეთში წყალდიდობის გამო დაკეტილია საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა

სომხეთში წყალდიდობის გამო დაკეტილია საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა


სომხეთი, M6 საერთაშორისო გზატკეცილი 2024 წლის 26 მაისი
სომხეთი, M6 საერთაშორისო გზატკეცილი 2024 წლის 26 მაისი

სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სახელმწიფოთაშორისი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია, მიზეზი სომხეთის ლორეს ოლქში მდინარე დებედას ადიდებაა. როგორ სომხეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა.

წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. უწყება მძღოლებს საქართველოს საზღვართან მისასვლელად ალტერნატიული გზით სარგებლობას ურჩევს.

მედიის ცნობით, ვანაძორ-ალავერდის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე დატბორილი და დაზიანებულია დაახლოებით 50 მეტრის სიგრძის მონაკვეთი.

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი „შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ბიზნესსუბიექტებს მოუწოდებს, ტვირთების გადაზიდვა საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში და საპირისპირო მიმართულებით „გოგავანისა“ და „ბავრის“ სახელმწიფო სასაზღვრო- გამშვები პუნქტების გავლით აწარმოონ“.

სამხრეთ კავკასიის რკინიგზის თანახმად, სომხეთის ჩრდილოეთში წყალდიდობის გამო შეჩერებულია ერევანი-თბილისი-ერევნის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა.

არსებული ინფორმაციით, მდინარე დებედას კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ხიდები და გზები.

სამაშველო სამუშაოები ლორეში
სამაშველო სამუშაოები ლორეში

ფორუმი

XS
SM
MD
LG