ხუთშაბათს თათრეთში, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები აღმოაჩინეს. ამის შესახებ იტყობინებიან ადგილობრივი ტელეგრამის არხები, ასევე ASTRA და Baza. აქვეყნებენ მოსახლეობის მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს.
ნიჟნეკამსკიდან მიღებული ცნობების თანახმად, ერთ-ერთი დრონი, სავარაუდოდ ჩამოაგდეს ან ის ჰაერში აფეთქდა, როგორც იტყობინებიან, მეორე გაფრინდა. დაზიანებების ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე არ იტყობინებიან, რა ბედი ეწია ყაზანის თავზე აღმოჩენილ უპილოტო საფრენ აპარატს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ თათრეთის თავზე ერთი დრონი ჩამოაგდეს.
უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო იერიშის გამო ნიჟნეკამსკში რამდენიმე საწარმოს თანამშრომელთა ევაკუაცია ჩაატარეს, რაც ქალაქის მერიაში დაადასტურეს. ყაზანში ევაკუირებული არიან „ორგსინტეზის“ თანამშრომლები.
მანამდე „როსავიაცია“ იუწყებოდა ყაზანისა და ნიჟეკამსკის აეროპორტების დროებით დახურვის შესახებ. როგორც იტყობინებიან, ეს ფრენის უსაფრთხოებისთვის გაკეთდა. რამდენიმე საათის შემდეგ შეზღუდვები გაუქმდა.
ეს მესამე შემთხვევაა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ თათრეთს, სავარაუდოდ, უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს.
აპრილის დასაწყისში დრონებმა შეუტიეს თათრეთში მდებარე სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების საწარმო „ალაბუგას“.
დრონებმა თათრეთს მეორეჯერ მაისის შუა რიცხვებში შეუტიეს.
თათრეთი უკრაინიდან ათასზე მეტი კილომეტრით არის დაშორებული. უპილოტო საფრენი აპარატები აღწევდნენ ბაშკირეთამდეც, რომელიც კიდევ უფრო შორს არის.
უკრაინის სამხედროები რუსეთზე სავარაუდო დარტყმებს, როგორც წესი, კომენტარს არ უკეთებენ. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები არაოფიციალურად აცხადებენ, რომ ეს მათი ოპერაციებია.
ფორუმი