მოლდოვამ ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროკავშირთან. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თქმით, მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი პაქტი გააფორმა ევროკავშირთან.
"ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას. ის შესაძლებლობას მოგვცემს, შევიმუშაოთ ერთობლივი მიდგომა უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ, ის უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს ჩართულობას და გზას გაუხსნის თანამშრომლობის ახალ სფეროებს", - განაცხადა ბორელმა.
მოლდოვამ პროდასავლური პრეზიდენტის, მაია სანდუს ხელმძღვანელობით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედი გამოთქვა და მკაცრად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მოლდოვის დნესტრისპირეთის, უმეტესად რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებულმა რეგიონმა მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას მერე მოსკოვმა იქ ჯარები განალაგა.
ფორუმი