Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი "აღმაშფოთებელს" უწოდებს ICC-ის პროკურორის განაცხადს ისრაელის ლიდერებზე დაპატიმრების ორდერების გაცემაზე


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 20 მაისს დაგმო მისი თქმით "აღმაშფოთებელი" თხოვნა, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი გამოვიდა - რომ სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი უნდა გასცეს.

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჰააგაში განთავსებული სასამართლოს ამ ნაბიჯმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ღაზაში ომის დასრულებისთვის წარმოებულ მოლაპარაკებას.

"ICC-ის პროკურორის განაცხადი ისრაელის ლიდერებზე დაპატიმრების ორდერის გასაცემად აღმაშფოთებელია", - წერს ბაიდენი განცხადებაში. "და მკაფიოდ ვიტყვი - რასაც უნდა გულისხმობდეს ეს პროკურორი, ტოლობა არ არსებობს - არანაირი - ისრაელსა და ჰამასს შორის", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ისა და ევროკავშირს ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG