გიორგი ოკმელაშვილი ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, რომლებიც „აგენტების კანონის“ მიღებას აპროტესტებენ. ის პოლიციამ 15 მაისს სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დააკავა.
დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც დართული ჰქონდა დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი. ამ განცხადების მიხედვით, გიორგი ოკმელაშვილი პოლიციაზე თავდასხმის მუხლითაა დაკავებული, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"აგენტების კანონის" პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, 2024 წლის აპრილიდან, საქართველოში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა, რომელიც ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების და დასავლეთის სახელმწიფოების შეფასებით, არაპროპორციული იყო. არის აქტივისტების და პოლიტიკოსების სასტიკად ცემის ფაქტებიც.
სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე, რამდენიმე გამოძიებაა დაწყებული. უცნობია, იდენტიფიცირებულია თუ არა სავარაუდო ძალადობაში ეჭვმიტანილი რომელიმე პოლიციელი.
ფორუმი