Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთის რკინიგზაზე, სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო

რუსეთის რკინიგზაზე, სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო


რუსეთმა „უცხო პირთა ჩარევის" შედეგად სარკინიგზო ავარიების შესახებ ადრეც არაერთხელ განაცხადა. მათ შორის 2023 წლის ნოემბერში, რიაზანის ოლქში
რუსეთმა „უცხო პირთა ჩარევის" შედეგად სარკინიგზო ავარიების შესახებ ადრეც არაერთხელ განაცხადა. მათ შორის 2023 წლის ნოემბერში, რიაზანის ოლქში

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში რელსებიდან გადავარდა სატვირთო მატარებელი. მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით შეტევაა.

„ვოლგისპირეთის რკინიგზის“ ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებენ, 14 მაისს, შუაღამის შემდეგ, სადგურ კოტლუბანთან რელსებიდან ვაგონების გადასვლა გამოიწვია „უცხო პირთა ჩარევამ“. რა ფორმა ჰქონდა ამ „ჩარევას“, დაკონკრეტებული არ არის.

რუსული ინტერნეტგამოცემა Baza წერს, რომ რკინიგზაზე დრონით შეტევის შედეგად, რელსებიდან გადავარდა ცხრა ვაგონი. ხანძარი გაუჩნდა საწვავით დატვირთულ ორ ცისტერნას. ერთი აფეთქდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, რკინიგზის ამ მონაკვეთზე მატარებლების მიმოსვლა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, დილის 6 საათიდან განახლდა.

ბოლო თვეებში რუსეთის სხვადასხვა რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში რკინიგზაზე არაერთი აფეთქება მოხდა. უკრაინა მსგავს ფაქტებზე ოფიციალურ კომენტარებს, როგორც წესი, არ აკეთებს. ამასთან, ცნობილია, რომ კიევს სამიზნედ აქვს გამოცხადებული ის ინფრასტრუქტურა და ობიექტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG