Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედი“ და „რუსთავი 2“ ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე საუბრობენ


ბიძინა ივანიშვილი „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად 29 აპრილს გამართულ აქციაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული.
ბიძინა ივანიშვილი „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად 29 აპრილს გამართულ აქციაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული.

ტელეკომპანიებმა "იმედმა" და, "რუსთავი 2"-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ყოფილი კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უკვე აღარ იძებნებოდა ინტერნეტ სივრცეში, თუმცა ტელეკომონია "იმედის" საინფორმაციო გამოშვების ჩანაწერი, სადაც ეს ცნობა წამყვანმა წაიკითხა ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელში.

რა ინფორმაციას ეყრდნობიან ეს მედიასაშუალებები, უცნობია. მათ არ დაუსახელებიათ კონკრეტული წყარო. თუმცა საპასუხოდ, ამ ტელეკოპანიებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის იდენტური კომენტარი, რომელშიც ის არ უარყოფს ამ ვერსიას.

„ასე რომ, სანქციებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს არის ეფექტური. ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში იგი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ერთხელ არ უღალატია“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში დღეს, 13 მაისს, ჩამოდის და შეხვედრებს 14 მაისს გამართავს. მისი ჩამოსვლა დროში ემთხვევა საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვას.

ჯიმ ო’ბრაიენი შეხვდება მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გაკეთდება კომენტარი მედიისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG