Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივლიანე ხაინდრავამ შერიგების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა


ფოტო არქივიდან: ივლიანე ხაინდრავა
ფოტო არქივიდან: ივლიანე ხაინდრავა

„აგენტების კანონის“ ხელახალი ინიციირების გამო თანამდებობა დატოვა ივლიანე ხაინდრავამ. ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი.

„დღეს დავწერე განცხადება... დავტოვე თანამდებობა იმის გამო, რომ არ ვეთანხმები იმ კურსს, რომელსაც მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ვგულისხმობ კანონპროექტს და ყველაფერ იმას, რაც მოჰყვა მის მეორედ შემოტანას,“ - ამბობს ივლიანე ხაინდრავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ივლიანე ხაინდრავა მინისტრის მრჩევლის თანამდებობას 2019 წლის იანვრიდან იკავებდა.

ივლიანე ხაინდრავა სხვადასხვა დროს იყო: ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG