თბილისში, პარლამენტის შენობასთან, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციის წინააღმდეგ მოქმედება პოლიციამ 13 მაისს, დილით, 06:10 საათზე დაიწყო. პოლიციამ აქციის მონაწილეებს თავდაპირველად ჩიტაძის ქუჩის დატოვება აიძულა.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლების დაწყებამდე, პოლიციელმა რუპორით გამოაცხადა, რომ დემონსტრანტებს 5 წუთს აძლევდა ტერიტორიის დასატოვებლად.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია - „გაათენე საქართველოსთვის“ - 12 მაისს, 21:00 საათიდან დაიწყო.
აქციის მონაწილეების შეკრების მიზანია უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს „აგენტების კანონს“.
ფორუმი