Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის უნივერსიტეტებში პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციები გაიმართა


პოლიციამ დაშალა პროპალესტინურად განწყობილი სტუდენტების ბანაკი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. 7 მაისი. 2024 წელი
პოლიციამ დაშალა პროპალესტინურად განწყობილი სტუდენტების ბანაკი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. 7 მაისი. 2024 წელი

გერმანიის და ევროპის უნივერსიტეტებში გაიმართა პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციები.

ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში პოლიციამ დაშალა პალესტინელთა მხარდამჭერების საპროტესტო ბანაკი. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიკრიბა 150-მდე პირი. აქციას, რომელიც წინასწარ არ იყო შეთანხმებული ადმინისტრაციასთან, მოჰყვა სასწავლო პროცესის ჩაშლა.

ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში აქცია გამართა 150-მა პირმა, რომლებმაც ადმინისტრაციას აუდიტორია მოსთხოვეს მიტინგის ჩასატარებლად, რაზეც უარი მიიღეს. პოლიციამ 37 საქმე აღძრა შუღლის გაღვივების და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის მუხლით.

ლაიფციგის უნივერსიტეტში აქტივისტებმა დაიკავეს დიდი აუდიტორია, საიდანაც სტუდენტები პოლიციის საშუალებით გაიყვანეს.

საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციის ძალებმა ორჯერ მოაწყვეს რეიდი პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში, ცნობილ უნივერსიტეტ Science Po-ში, რათა პროპალესტინური შეკრება დაეშალათ.

საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ასევე ამსტერდამის, ბოლონიის, ციურიხის და ვენის უნივერსიტეტებში.

ღაზის სექტორზე ისრაელის იერიშის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ბოლო ორი კვირის განმავალობაში იმართება ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG