„გერმანული ტალღის“ პრემია „სიტყვის თავისუფლებისთვის“ 2024 წელს მიენიჭა იულია ნავალნაიას და კორუფციასთან ბრძოლის ფონდს.
პრემიის ლაურეატები 3 მაისს გამოაცხადეს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს. ჯილდოების გადაცემის ცერემონია ჩატარდება 5 ივნისს, ბერლინში.
„იულია ნავალნაია თავიდანვე უჭერდა მხარს თავისი ქმრის, ალექსეი ნავალნის, პოლიტიკურ მოღვაწეობას რუსეთში პრესის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში - ყველა საფრთხის, მუდმივი მუქარისა და პირადი შეზღუდვების მიუხედავად, - განაცხადა „გერმანული ტალღის“ გენერალურმა დირექტორმა, პეტერ ლიმბურგმა. „ქედს ვიხრი მისი ურყევი სიმამაცის, მისი რწმენისა და სიმტკიცის წინაშე, რომლითაც ის იბრძვის თავისუფალი რუსეთისთვის და იცავს მათ ინტერესებს, ვისი გაჩუმებაც სურს ვლადიმირ პუტინს“, - თქვა ლიმბურგმა.
აპრილში ალექსეი და იულია ნავალნები გახდნენ მედიის თავისუფლების საერთაშორისო პრემიის ლაურეატები. მათ პრემია მიანიჭეს „წინააღმდეგობის მოძრაობაში გამოვლენილი სიმამაცისთვის„ და „გამბედავი და არაძალადობრივი ბრძოლისთვის სასტიკი დიქტატურის წინააღმდეგ რუსეთში“.
იულია ნავალნაიამ მიიღო თავისი, ისევე როგორც თავისი გარდაცვლილი ქმრისთვის მინიჭებული პრემია.
-
პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მისი გარდაცვალების დასკვნაში მითითებულია, რომ პოლიტიკოსი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.
-
პოლიტიკოსის დაღუპვის შემდეგ, მისმა მეუღლემ, იულია ნავალნაიამ, პირობა დადო, რომ გააგრძელებდა თავისი ქმრის საქმეს. მოგვიანებით ის ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის ლიდერებს და სიტყვით გამოვიდა ევროპულის საბჭოს სხდომაზე, სადაც გამოთქვა მოწოდება, ვლადიმირ პუტინის მომხრეებზე სანქციებით ზეწოლის გაძლიერებისკენ.
ფორუმი