Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სარაკეტო თავდასხმა მოხდა უკრაინის ქალაქ კიროვოგრადზე 

სარაკეტო თავდასხმა მოხდა უკრაინის ქალაქ კიროვოგრადზე 


რუსეთის სარაკეტო თადასხმის შემდეგ აეროდრომზე, უკრაინის კიროვოგრადის რეგიონში. 4 მაისი, 2023 წელი
რუსეთის სარაკეტო თადასხმის შემდეგ აეროდრომზე, უკრაინის კიროვოგრადის რეგიონში. 4 მაისი, 2023 წელი

Reuters-ის ცნობით, კერძო სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა უკრაინის ცენტრალურ კიროვოგრადის რეგიონში 3 მაისს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.

ერთმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ტელეგრამის არხით ისე, რომ დამატებითი დეტალები არ გაუმხელია.

რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე გასულ თვეებში, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ისედაც განადგურებულ ენერგეტიკულ ქსელს და ინფრასტრუქტურას, მაშინ როცა კიევი საჰაერო თავდაცვის ძლიერ დეფიციტს განიცდის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG