Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ბოვარიზმი


ავტორი: მიშო სორდია

დაცვა გაჰყვირის შემოსასვლელთან: კენჭის ყრა დაიწყება ზუსტად 12 საათზე! დაიშვებიან მხოლოდ ადამიანიცხოველები! ვიმეორებ! დაიშვებიან მხოლოდ ადამიანიცხოველები! დაგვიანებულებს დარბაზში შეჭყიტების უფლება შეგიძლიათ მიიღოთ მესამე სართულზე. ვინც იხილოს იხილოს შავ კუბოში იძინოს, კი არადა არაკანონიერად შეჭყიტებისათვის ადამიანიცხოველის სტატუსი შეგიჩერდებათ!.

მთელი დარბაზი აღელვებულიყო, ჟურნალისტები სულმოუთმენლად ელოდნენ სხდომის დაწყებას. დარბაზში იდუმალი ჩურჩულები ისმოდა. მოსმენა დაიწყო.

"ბატონცხოველებო და ქალბატონცხოველებო, მე ფრიად შეშფოთებული ვარ დღევანდელი რეალობით, მეშინია საკუთარი შვილების გარეთ გაშვება. ვბორგავ და ვყმუი, მესიზმრება როგორ ბილწავენ ამ ლამაზ ქვეყანას, ვიღაც მაწანწალა მუსიკოსები, ვიგინდარა ბიბლიოთეკის თანამშმროლები, შეშლილი ფიზიკოსები, საყურიანი მამაკაცები და ვინ იცის კიდევ რა ჯიშის და რჯულის გამოგონილ თუ რეალულ არსებებთან გვიწევს გამკლავება. ვისაც ზერელედ უყვარს ეს დალოცვილი მიწა წყალი, ვინც ღამღამობით კატებთან ერთად დაუყვებიან ამ ქუჩებს და ხლართავენ ჭორებს, ვითომ და ჩვენ ადამიანიცხოველებს უმეცრების ჭაობში ვძირავთ საზოგადოებას! ამიტომ ერთხმად გავუშვათ ყველანი ჯანდაბაში. ჩავდნეთ, ჩავიხერხოთ კისრები, მოვეფეროთ ბეტონის ნაჭრებს და მივიღოთ კანონი რომელიც გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს და მის ღირებულებებს!"

დარბაზში სიმულაციუირი აღშფოთებების და სიამოვნებების ყმუილი გაისმა, ფართხალებენ აიპედებთან ქვაზე დახეთქებული შტერი თევზებივით, ძალაუფლებისგან მიღებული ვნებით ივსება მათი ძუძუს თავები, ღმუიან.

ამ დროს პარლამენტთან შეკრებილნი, ვინც აპროტესტებს კანონს ეს ვიგინდარა გარემოს დამცველები, თეატრის თუ კინოს ლოთი მსახიობები, პროფესორები, მომღერლები, მოქანდაკეები, პოეტები, მუშათა კლასი, თმახუჭუჭა მაზოხისტები, გაუნათლებელი ჟUრნალისტები, პატიოსანი სადისტები, როკერები, გომბეშოები, სატანისტები და მკერავები ჩუმად დგანან. პროტესტის ნიშნად მდუმარედ კბილებს აკრაჭუნებენ, ეს უპრეცენდენტო გამოხატულება გახლდათ. წარმოდგინეთ ათასობით ადამიანის კბილების კრაჭუნი, ხომ შეიძლება შენობაც ჩამონგრეულიყო, უხ ეს ხელოვანი ხალხი.

პარლამენტში და მის გარეთ ამ სანახაობას თანამედროვეობის ყიჟინას, ჯენ ზის უდრეკ მებრძოლ სულს და მათ წინ აღმართულ კანონის ფარს შორიდან აკვირდებოდნენ ნომერი ერთი და ნომერი ორი, უსახონი. ჩამომჯდარიყვნენ ჰაერით გაჟღენთილ სკამზე და ბჭობდნენ.

"ნომერი ერთო იმ გოგოს შეხედე, აი იქ, ნახე პროსტა დუნდულები უჩანს, ამ შობელძაღლს, ისეთი მოკლე შორტი აცვია"

"ნახე ნომერო ორო, როგორ ვცახცახებ აღზნებისგან, ჩემი მახინჯი ჭუჭუ მატლივით დაიკლაკნა შარვალში, უხ ახალგაზრდა ვიყო"

"ნომერო ერთო, გახსოვს ის დრო ყველა რომ ერთმანეთს გავდა და ნომრები გვქონდა,

ვიცინოდით, ვხალისობდით, არ ვდარდობდით, ყველას სამსახური ქონდა და საჭმელი, ცოტათი უღირსნი და შებღალულები ვიყავით მართალია, მაგრამ ვიცოდით ვინ იყო მტერი, ვინ მეძავი და ვინ ადამიანიცხოველი, ახლა კი ვეღარაფერს ვხვდები"

"ნომერო ორო, მე კი დრომ მშთანთქა, თითქოს მის მკლავებში დავიკარგე. ძაფით გადამკერა ისე ძლიერად, რომ უჩინარი გავხდი"

"ნომერო ერთო, მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ სინამდვილეში ჩვენ არ ვარსებობთ".

" ნომერო ორო, გთხოვ, გემუდარები, ბოლოჯერ უღირსად გაიცინე."

ამ მრავალ განზომილებიან სივრცეში, სადაც შური, სინდისი, ბოღმა, მორალი, სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთგაგება, მრავალძარღვასავით აიბლანდა ერთმანეთში ისე ღრმად, რომ გაქრა, გონიერება მოწყდა კენწეროს დ ცხელ ასფალტზე დაენარცხა უმოძრაოდ. მე ვიხილე საკუთარი თავის დასჯა, ჯვრები ყველგნ იწვოდა. კვამლში გამურული უცხო სახეები მჩხაპნიდნენ, ყურებთან ახლოს სუნთქვით მაფრთხილებდნენ, რომ შინაგანად ვკვდებოდი.

ნიადაგი დაიბზარა, ამოხეთქა წყალმა. დაფარა ქვეყანა საზღვრებამდე, რომელიც ჯერ კიდევ გაგვაჩნდა. დაისადგურა სრულმა სიმშვიდემ. აზრი დაკარგა ყვირილმა, სიბრაზემ, სიცილმა. წყლის სიღრმეში სიკეთის და ბოროტების მიღმა ავღმოჩდით და ეს ცოტათი მოგვეწონა. მთელი ქვეყანა ჩაიძირა სიჩუმის მორევში, სადაც ყველაფერი დუმდა. უდარდელი ქვებივით ჩავიძირეთ. პანიკური ფართხალის და ცარიელი ბუშტუკებით მუცელ ამოვსებჯულებმა, გავაცნობიერეთ, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ცხოვრება, ხომ ერთი დიდი კითხვაა, რომელსაც პასუხს ვერ გავცემთ. დავიწყეთ ცურვა, შეცნობა ახლიდან საკუთარი ქვეყნის და თავების. ჩუმი ცურვა სიცარიელეში. ერთადერთი ემოციის გამოხატვა შეგვეძლო, ღიმილის. ეს აბსურდული, მაგრამ გულწფრელი წყალქვეშა ქვეყანა გახდა, სადაც აღარვინ იღებდა ხმას.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG