Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა


სპეცრაზმის კორდონი პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე 30 აპრილი, 2024 წელი
სპეცრაზმის კორდონი პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე 30 აპრილი, 2024 წელი

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა სპეციალური საშუალება - სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მანამდე, ვითარება დაიძაბა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. კადრებში ჩანდა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

30 აპრილის დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ სპეც.საშუალების/სპრეის გამოყენებისა და ძალის გამოყენების შემდეგ არაერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარი ანი წითლიძე, რომელსაც წიწაკის სპრეი თვალებში შეასხეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გაუწია დახმარება.

გამოცემა „ტაბულას“ გავრცელებულ კადრებში ჩანს გონებადაკარგული ახალგაზრდა, რომელსაც ახალგაზრდები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანისკენ მიარბენინებენ.

მასალა განახლებადია

ფორუმი

XS
SM
MD
LG