Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედროები: სურსათით დატვირთული ავტომანქანები პირველად შევიდნენ ღაზაში აშდოდის ნავსადგურიდან


ესპანეთის არასამთავრობო ორგანიზაციის სამაშველო გემს, Open Arms-ს , ჰუმანიტარული ტვირთი მიაქვს ღაზაში კვიპროსიდან. 12 მარტი, 2024 წელი. ისრაელის სამხედროების თქმით, 17 აპრილს პირველად შევიდა ღაზაში დახმარება აშდოდის ნავსადგურიდან.
ესპანეთის არასამთავრობო ორგანიზაციის სამაშველო გემს, Open Arms-ს , ჰუმანიტარული ტვირთი მიაქვს ღაზაში კვიპროსიდან. 12 მარტი, 2024 წელი. ისრაელის სამხედროების თქმით, 17 აპრილს პირველად შევიდა ღაზაში დახმარება აშდოდის ნავსადგურიდან.

Reuters-ის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა 17 აპრილს განაცხადეს, რომ სურსათით დატვირთული მანქანები პირველად შევიდნენ ალყაშემორტყმულ ღაზის სექტორში ისრაელის ქალაქ აშდოდის ნავსადგურიდან მას შემდეგ, რაც მთავრობამ გადაწყვიტა ნავსადგურის გახსნა ჰუმანიტარული დახმარებებისთვის.

"მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) რვა ფქვილით დატვირთული სატვირთო მანქანა შევიდა დღეს ღაზის სექტორში აშდოდის პორტიდან", - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად, სატვირთო მანქანებმა უშიშროების შემოწმება გაიარეს ნავსადგურში და შემდეგ შეუშვეს ღაზაში საკონტროლო-გამშვები პუნქტის, კერემ-შალომის გავლით, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს.

შარშან 7 ოქტომბერს ისრაელში ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული) შეჭრის შემდეგ, რასაც 1200-მდე პირი ემსხვერპლა, პალესტინელთა ტერიტორია, ღაზის სექტორი, ალყაშემორტყმულია და იბომბება ისრაელის მიერ. მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში განადგურდა ინფრასტრუქტურა, არის სურსათის და სასმელი წყლის, ასევე მედიკამენტების და სამედიცინო მომსახურების დეფიციტი.

ექვსი თვის განმავალობაში, ისრაელის არმიის მიერ დაბომბვას ემსხვერპლა 33 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

ისრაელი აცხადებდა, რომ მისი მიზანია ჰამასის სრული განადგურება.

გაჭიანურებულია მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელსაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ინტენსიური შეტანა და ისრაელში იერიშისას გატაცებული მძევლების გათავისუფლება უნდა მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG