Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა რუსულ კანონს" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო


მესამე დღეა, მოქალაქეები "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან. აქციის მონაწილეებმა შეკრება 19:00 საათზე დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაკეტილია.

მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან, დემონსტრანტებს მსვლელობით უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს მიიღო.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG