Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: პროტესტი თბილისში ქვეყნის გარედანაა წაქეზებული


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

ე.წ. აგენტების კანონს თბილისში აპროტესტებენ იმისთვის, რათა გააძლიერონ “ანტირუსული განწყობები”, - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

“სათუოა, მათი [საპროტესტო აქციების] იმპულსი ქვეყნის შიგნიდან მოდიოდეს”, - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს ტრადიციულ ბრიფინგზე.

“ისინი [იმპულსები] უდავოდ გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის და ვაკვირდებით იმას, რაც ხდება”, - დაამატა მან.

პესკოვმა გაიმეორა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონს “ვერ ვუწოდებთ” რუსულს, რადგან იგი ბევრი ქვეყნის “შიდაპოლიტიკური ჰიგიენის” ნაწილია.

“საქართველოს სურვილი, დაიცვას საკუთარი შიდა პოლიტიკა, არ შეიძლება დავუკავშიროთ რუსეთს… აშშ-მა პირველმა დაიწყო საკუთარ შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა”, - თქვა მან.

კანონი “უცხოური აგენტების” შესახებ კრემლმა 2012 წელს მიიღო. ამ კანონის გამოყენებით, მან თითქმის გააქრო რუსეთში კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

"ქართული ოცნება" ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ინიციირების მთავარ არგუმენტად ასახელებს გამჭვირვალობას და იმას, რომ მსგავსი კანონი აშშ-საც აქვს.

მასობრივი გამოსვლებისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, სადავო კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა დღეს, 17 აპრილს, პირველი მოსმენით მიიღო.

დარჩა კიდევ ორი მოსმენა. მეორე მოსმენის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG