Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ რუსული ოცნებაა - პრეზიდენტი მმართველ პარტიაზე


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი

საქართველის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახელისუფლებო პარტიას „რუსულ ოცნებას“ უწოდებს. მან „TV პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ის დიდხანს იკავებდა თავს მსგავსი შეფასებისგან, თუმცა ახლა, ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ევროპულ გზაზეა საუბარი.

„მე, ძალიან დიდხანს, ბევრ რამეზე თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას კვალიფიკაციას აძლევს, მაგალითად, პრორუსული არის თუ არ არის - უამრავჯერ მკითხეს უცხოეთში. ყოველთვის თავს ვიკავებდი, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ქვეყანას თავისი გზა გადაუჭრა, მაგრამ ახლა უკვე ჩვენ ისეთ გზაჯვარედინსა და „ან-ან“ სიტუაციაში ვართ, რომ... რაც პრეზიდენტს მოეთხოვება, ნეიტრალურობა, სიფრთხილის შენარჩუნება, სახელმწიფოზე ფიქრი, დღეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და ევროპის გზის გადარჩენა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, „ქართული ოცნება“ ანუ რუსული ოცნებაა?“, პრეზიდენტმა ასე უპასუხა - „რუსული ოცნებაა“.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკა, საგარეო პოლიტიკის ჭრილში, ბოლო დღეებია მუდმივად ისმის. მმართველმა პარტიამ 3 აპრილს პარლამენტში ხელახლა დააბრუნა ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც პრეზიდენტი, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსულ კანონს“ ეძახიან. კანონპროექტის ხელახალი ინიციირებით შეშფოთებულები არიან საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ლიდერებიც.

XS
SM
MD
LG