Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Tbilisi Pride: ლაზარეს განაჩენი ხელისუფლების გზავნილია, დაგვაშინონ


ლაზარე გრიგორიადისი განაჩენის გამოცხადების დროს
ლაზარე გრიგორიადისი განაჩენის გამოცხადების დროს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სასტიკი განაჩენი გამოუტანა 9-წლიანი პატიმრობის მისჯით. ორგანიზაციას სჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს.

„ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, დასასჯელად უკვე ერთი წელია სისტემა სჯის ლაზარეს, დღევანდელი განაჩენი კი საბოლოო გზავნილი იყო ხელისუფლებისგან, რათა დაგვაშინოს და ამით ხელი შეუშალოს რუსული კანონისა და რუსულ პოლიტიკის გაპროტესტებას!“ - წერია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად - სწორედ ამ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე.

31 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG