Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და ვაშინგტონი ერევანს დაფინანსებას ჰპირდებიან, როცა სომხეთი მოსკოვს ზურგს აქცევს


ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მოლაპარაკება გაიმართა. 5 აპრილი, 2024 წელი. ევროკავშირი და ვაშინგტონი ერევანს დაფინანსებას ჰპირდებიან
ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მოლაპარაკება გაიმართა. 5 აპრილი, 2024 წელი. ევროკავშირი და ვაშინგტონი ერევანს დაფინანსებას ჰპირდებიან

ევროკავშირი და აშშ ასობით მილიონ დოლარს დაჰპირდნენ სომხეთს, როცა ერევანი დასავლეთისკენ იყურება თავის ტრადიციულ მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე.

5 აპრილს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონ ევროს გამოუყოფს. „განვახორციელებთ ინვესტიციებს სომხეთის ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად, რაც მათ უფრო გაამყარებს და უფრო სტაბილურს გახდის რყევების მიმართ“, - აღნიშნა მან.

ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი „ადასტურებენ ტრანსატლანტიკურ მხარდაჭერას სომეხი ხალხის დემოკრატიული მომავლისთვის, სამომავლო კეთილდღეობისა და სამხრეთ კავკასიის უფრო ინტეგრირებული და მშვიდობიანი რეგიონისთვის“.

სამმხრივი შეხვედრა გაიმართა მაშინ, როცა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთისგან ჩამოშორების გზას ადგას.

ფაშინიანმა გასულ თვეში სატელევიზიო არხთან France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ გაყინა წევრობა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში.

სომხეთის ისტორიულად რუსეთის ერთგულ მოკავშირედ ითვლებოდა კავკასიაში.

ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ურთიერთობა გაუარესდა აზერბაიჯანთან კონფლიქტში რუსეთის პოზიციის გამო. რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის შესახებ ორ ქვეყანას შორის 2010 წლის ხელშეკრულებით, გიუმრის ბაზა 2044 წლამდე უნდა დარჩეს სომხეთში.

XS
SM
MD
LG