Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადეიშვილის ჰააგაში გამოჩენის შემდეგ პროკურატურამ ნიდერლანდს მიმართა, რომ ის დააკავონ


ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად ჰააგაში მართავს შეხვედრას.
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად ჰააგაში მართავს შეხვედრას.

საქართველოს პროკურატურა მიმართავს ნიდერლანდის სამართალდამცავ უწყებებს, დააკავონ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. ის დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებმა ჯგუფმა ჰააგაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად შენიშნა.

„საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში.

ნიდერლანდში ჩასვლამდე ადეიშვილი იმყოფებოდა ბელგიასა და გერმანიაში. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 11 მარტს საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს.

ადეიშვილმა, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანა 2012 წელს,, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა.

XS
SM
MD
LG