Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პარიზი ჩინეთისგან „მკაფიო გზავნილებს“ ელის რუსეთის მიმართ

პარიზი ჩინეთისგან „მკაფიო გზავნილებს“ ელის რუსეთის მიმართ

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი (მარჯვნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხელის ჩამორთმევისას პეკინში, დიდ სახალხო დარბაზში. 2023 წლის 6 აპრილი. ახლა პარიზი პეკინისგან რუსეთის მიმართ "მკაფიო გზავნილებს" მოელის.

საფრანგეთის საგარეო საქმეა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ თავის კოლეგასთან პეკინში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარიზი პეკინისგან მოელის „მკაფიო გზავნილებს“ რუსეთის მიმართ უკრაინის ომთან დაკავშირებით.

ბოლო წლებში საფრანგეთი და ჩინეთი კავშირების გამტკიცებას ესწრაფვიან. თებერვალში პარიზში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, განუცხადა, რომ აფასებს მისი ქვეყნის „დამოუკიდებელ“ პოზიციას.

პარიზი ცდილობს პეკინზე ზეწოლას მოსკოვთან მჭიდრო კავშირების გამო, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მხოლოდ გაძლიერდა.

XS
SM
MD
LG