Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური


საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, მან საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია და გერმანიაში, ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მატჩის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი გადაწყვიტა პენალტების სერიამ, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს.

ევრო 2024-ის ფინალურ ნაწილში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთად იქნება ჯგუფში.

დღეს ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა უკრაინის ნაკრებმაც, რომელმაც პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ანგარიშით 2:1 დაამარცხა ისლანდიის გუნდი.

ევროპის ჩემპიონატის მატჩები 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება გერმანიაში. ევრო 2024-ის მატჩებს უმასპინძლებს ათი ქალაქი: ბერლინი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, კიოლნი, ლაიფციგი, მიუნხენი და შტუტგარტი.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მონაწილე გუნდებს შორის არ იყო რუსეთი, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების გამო აეკრძალა მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG