Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთის ხუთ საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა


საილუსტრაციო ფოტო: ინფორმაციას ადასტურებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საილუსტრაციო ფოტო: ინფორმაციას ადასტურებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ქობულეთის პირველ, მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციას აცნობეს, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ წერილი მიიღეს სოციალური ქსელით.

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციას მოსწავლეებმა დღეს, 26 მარტს, მაშინ მიაწოდეს, როცა შენობაში მეორე ცვლის ბავშვები იმყოფებოდნენ. სკოლამ შეტყობინების შესახებ რესურსცენტრს აცნობა, რის შემდეგაც ევაკუაცია გამოცხადდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი იდენტურია ხუთივე სკოლაში - მუქარის შინაარსის წერილის მიღება. რადიო თავისუფლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

XS
SM
MD
LG