Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა


ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. 20 მარტი, 2024 წელი
ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. 20 მარტი, 2024 წელი

სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი. როგორც რადიო თავისუფლებას „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცნობეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათი განცხადებით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში" გვითხრეს, მატარებელში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა და ისინი უკვე აღარ არიან ადგილზე.

XS
SM
MD
LG