აზერბაიჯანის მოსაზღვრე თავუშის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას ფაშინიანმა თქვა, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მთავარი ამოცანაა „ომის თავიდან აცილება“ და დასძინა, რომ ამ საკითხზე საგანგებო კომისია იმუშავებს, რათა გადაწყდეს, "სად იწყება სომხეთის რესპუბლიკა და ეს ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი იქნება“.
ფაშინიანთან შეხვედრის მონაწილეებმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს უთხრეს, რომ სომხეთის ლიდერს მკაფიო პასუხი არ გაუცია ადგილობრივი მოსახლეობის შეკითხვებზე. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ყველა საკითხი, რაც მათ აწუხებთ, გათვალისწინებულ იქნება.
ამასობაში აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ ოთხი სოფელი, რომლებიც სომხეთის თავუშისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების მახლობლად მდებარეობს, აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს.