Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში რუსეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს


უცნობმა პირმა რუსეთის ფედერაციის საკონსულოს მოლოტოვის კოქტეილი იმ დროს ესროლა, როდესაც მის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა მიმდინარეობდა.
უცნობმა პირმა რუსეთის ფედერაციის საკონსულოს მოლოტოვის კოქტეილი იმ დროს ესროლა, როდესაც მის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა მიმდინარეობდა.

კვირას კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს ღობის გარედან საკონსულოს ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა მოლოტოვის კოქტეილიანი ბოთლები ისროლა, რამაც მოკლე ხნით შეაფერხა საკონსულოში მიმდინარე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი. საელჩოს დაცვამ სავარაუდო თავდამსხმელი მომხდარისთანავე დააკავა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს მოლდოვისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, დაკავების დროს ეჭვმიტანილი საელჩოს დაცვის თანამშრომლებს უყვიროდა: "მე მძულს რუსეთი!"

ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ინციდენტს რაიმე ზიანი შენობისთვის არ მიუყენებია, თუმცა კიშინიოვში რუსეთის საელჩომ მოითხოვა ცეცხლის წაკიდებისთვის ეჭვმიტანილის მკაცრად დასჯა.

კიშინიოვში, რუსეთის ფედერაციის საკონსულოში, საარჩევნო უბანი ერთადერთია მოლდოვის ტერიტორიაზე, რომელიც მოლდოვის ხელისუფლების თანხმობით გაიხსნა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამასთან, მოლდოვის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დნესტრისპირეთის რეგიონში კიდევ ექვსი საარჩევნო უბანი გახსნა.

XS
SM
MD
LG