Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას


მანამდე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა
მანამდე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა

რუსული ტელეგრამის არხების ცნობით, 16 მარტის დილით სამარის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებიდან რუსეთის ორ საწარმოზე განხორციელდა იერიშები.

Baza-ს ცნობით, პირველმა დრონმა დილის 6 საათზე ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა.

„იქ გაჩნდა ხანძარი, რომელიც 500 კვადრატულ მეტრის ფართოებს მოედო. ადგილზე მოქმედებენ ოპერატიული სამსახურები. იმავდროულად რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში განახორციელა ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ხანძარი ნახევარ საათში ჩააქრეს“, - წერს Baza .

დრონებით თავდასხმას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამარის რეგიონის გუბერნატორ, დიმიტრი აზაროვზე დაყრდნობით ადასტურებს.

რუსული მედიის ცნობით, ამ ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.

მანამდე 13 მარტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა.

13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამ წყაროს თანახმად, უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.

XS
SM
MD
LG