Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პრეზიდენტის არჩევნებს ქართველების ჯგუფი აკვირდება


პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები. 16 მარტი, 2024
პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები. 16 მარტი, 2024

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებად მუშაობს ქართველების ჯგუფი, იუწყება ტელეგრამარხი „რუსეთის ქართული სათვისტომო“.

არჩევნები „მშვიდ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, ამბობს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მასთან ერთად, რუსეთში იმყოფება პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე და სხვები.

რუსეთში ხმის მიცემის პროცესს ასევე აკვირდებიან დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

რუსეთში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა. ის 15 მარტს დაიწყო და დასრულდება კვირას, 17 მარტს, არჩევნების ძირითად დღეს.

არჩევნები ტარდება უკრაინაში ომის ფონზე. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, ხელისუფლებამ რეგისტრაციაში არ გაატარა.

XS
SM
MD
LG