Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი არ გამორიცხავს დასავლეთის ჯარების უკრაინაში ყოფნას, მაგრამ თვლის, რომ ახლა ისინი საჭირო არ არიან


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა France 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინაში ჯარების ახლა გაგზავნა არ არის საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა გამოირიცხოს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა France 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინაში ჯარების ახლა გაგზავნა არ არის საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა გამოირიცხოს.

მაკრონმა გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, არ გამოავლინონ სისუსტე რუსეთის მიმართ და დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ არ უნდა გამოირიცხოს დასავლეთის ძალების რუსეთში გაგზავნის შესაძლებლობა.

ინტერვიუში, რომელიც მაკრონმა მისცა საფრანგეთის სახელმწიფო ტელევიზიას, მას დასავლეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესახებ ჰკითხეს, რაც საჯაროდ გამოაცხადა გასულ თვეში.

"დღეს არ ვართ იმ სიტუაციაში, - თქვა მან, - მაგრამ ყველა ვარიანტი შესაძლებელია". მაკრონმა, რომელიც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, უარი თქვა აღეწერა, რა ვითარებაში იქნება საფრანგეთი მზად, ჯარი გააგზავნოს უკრაინაში.

XS
SM
MD
LG