Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსში თავს დაესხნენ ნავალნის ახლო თანამოაზრეს


ლეონიდ ვოლკოვი, ალექსეი ნავალნის ახლო მრჩეველი. 5 ოქტომბერი, 2022 წელი. ვოლკოვს თავს დაესხნენ თავის სახლთან, ვილნიუსში.
ლეონიდ ვოლკოვი, ალექსეი ნავალნის ახლო მრჩეველი. 5 ოქტომბერი, 2022 წელი. ვოლკოვს თავს დაესხნენ თავის სახლთან, ვილნიუსში.

კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ახლო თანამოაზრეს, პოლიტიკოსს და დისიდენტს, ლეონიდ ვოლკოვს, 12 მარტს ლიეტუვის დედაქალაქში, ვილნიუსში, თავს დაესხნენ.

თავდამსხმელებმა ვოლკოვის სახლთან ჩაამსხვრიეს მისი ავტომობილის ფანჯარა, პოლიტიკოსს თვალებში ცრემლმდენი აირი შეასხეს და შემდეგ ჩაქუჩი ჩაარტყეს. ინფორმაცია X-ის საშუალებით გაავრცელა კირა იარმიშმა, რომელიც ნავალნის პრესმდივნის როლს ასრულებდა.

X-ზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ვოლკოვს თავზე აქვს დაზიანება.

ალექსეი ნავალნი გასულ თვეში 47 წლის ასაკში გარდაიცვალა კოლონიაში, სადაც 19-წლიან სასჯელს იხდიდა.

XS
SM
MD
LG