Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიკორსკი: უკრაინაში ნატოს ძალები "არ არის წარმოუდგენელი" იდეა


რადეკ შიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
რადეკ შიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში ნატოს ძალების ყოფნა "არ არის წარმოუდგენელი" და, რომ ის აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ამ იდეის არგამორიცხვას.

რადეკ შიკორსკი ამ განცხადებებით გამოვიდა დისკუსიაზე, რომლითაც პარასკევს პარლამენტში აღნიშნავდნენ პოლონეთის ნატოში გაწევრიანების 25-ე წლისთავს. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება ინგლისურ ენაზე, სოციალური მედიით გაავრცელა.

გასულ თვეში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ არ შეიძლება გამოირიცხოს უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა - რასაც აქტიური გამოხმაურება მოჰყვა სხვა ლიდერების მხრიდან.

საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლები შემდეგ შეეცადნენ განემარტათ მაკრონის განცხადებები და გაენეიტრალებინათ მწვავე რეაქცია - თუმცა ისინიც აცხადებდნენ, რომ აუცილებელია რუსეთს მკაფიო სიგნალი გაეგზავნოს იმის თაობაზე, რომ ის უკრაინაში თავის ომს ვერ მოიგებს.

კრემლი გამოდის გაფრთხილებით, რომ თუ ნატო საბრძოლო ძალებს გაგზავნის, ალიანსსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალი გახდება.

XS
SM
MD
LG