Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი, ევროკავშირს დახმარებისთვის საზღვაო დერეფნის გახსნის იმედი აქვს


ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროპული კომისიის ხელმძღვანელის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კვიპროსსა და ღაზას შორის ამ შაბათ-კვირას შესაძლოა ამოქმედდეს საზღვაო დერეფანი - რაც წარმოადგენს დასავლეთის ძალისხმევის ნაწილს ომით გაჩანაგებულ ღაზაში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად.

ფონ დერ ლაიენის განცხადებას ერთი დღით უძღოდა წინ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული გეგმა, რომ აშშ-ის არმიამ ღაზის ხმელთაშუაზღვისპირა ნაპირიდან დროებითი ნავმისადგომი უნდა აამუშაოს - იმ ფონზე, როცა გაერო გამოდის შიმშილის შესახებ გაფრთხილებით ამ, 2,3 მილიონი ადამიანით დასახლებულ ტერიტორიაზე.

ისრაელსა და აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა კაიროში.

XS
SM
MD
LG