Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მიიღეს ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ - პუტინი


კადრი 2018 წლის 1 მარტს რუსეთის ტელევიზიით გაშვებული ვიდეოდან, რომელშიც ნაჩვენებია საკონტინენტთაშორისო რაკეტა "სარმატი". სად არის გადაღებული, უცნობია.
კადრი 2018 წლის 1 მარტს რუსეთის ტელევიზიით გაშვებული ვიდეოდან, რომელშიც ნაჩვენებია საკონტინენტთაშორისო რაკეტა "სარმატი". სად არის გადაღებული, უცნობია.

რუსეთის ჯარმა სერიული წარმოების „სარმატის“ პირველი მძიმე ბალისტიკური რაკეტები მიიღო და მალე მოახდენს ბაზირების რაიონებში მათი საბრძოლო მორიგეობის დემონსტრირებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრებისადმი თავისი ყოველწლიური მიმართვის დროს.

პუტინს არ დაუკონკრეტებია, იგულისხმება თუ არა "ბაზირების რაიონში" უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც რუსეთი აგრძელებს სრულმასშტაბიან საომარ ოპერაციას.

ამასთან, თავის მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ ახსენა ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ (ხანჯალი), რომელიც, პუტინის თქმით, „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიზნების“ გასანადგურებლად, წარმატებით გამოიყენება სპეცოპერაციის ზონაში (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს. რედ.).

RS-28 „სარმატი“ შექმნილია საბჭოთა საკონტინენტთაშორისო რაკეტა „ვოევოდის“ ჩასანაცვლებლად. როგორც ამტკიცებენ, რაკეტას აქვს 18 ათას კილომეტრამდე ფრენის რადიუსი და შეუძლია 10-15 ბირთვული საბრძოლო თავი გადაიტანოს. თავდაცვის სამინისტრომ პირველი წარმატებული გამოცდის შესახებ გასული წლის აპრილში გამოაცხადა. შემდგომში დაიწყო რაკეტების სერიული წარმოება. მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი რაკეტა დამზადდა და რამდენია აყვანილი საბრძოლო მორიგეობაზე, გასაიდუმლოებულია.

რუსმა სამხედროებმა „კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტები დასავლეთ უკრაინაში 18 მარტს გამოიყენეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ „კინჟალის“ საავიაციო სარაკეტო სისტემამ ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტებით გაანადგურა რაკეტების დიდი მიწისქვეშა საწყობი და უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა სოფელ დელიატინში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში“.

XS
SM
MD
LG