Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ბრიტანეთმა მორიგი საპასუხო იერეში მიიტანეს იემენელი ჰუთების ობიექტებზე


ჰუთები აგრძელებენ წითელ ზღვაში ხომალდებზე თავდასხმებს
ჰუთები აგრძელებენ წითელ ზღვაში ხომალდებზე თავდასხმებს

შაბათს, 24 თებერვალს შეერთებულმა შტატების და ბრიტანეთის ძალებმა მორიგი ერთობლივი იერიში მიიტანეს იემენში ჰუთების კონტროლირებულ ობიექტებზე.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები ღაზაში ომის დაწყების შემდეგ თავს ესხმიან სავაჭრო ხომალდებს წითელ ზღვაში, რაც დასავლეთში ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის.

ჰუთები, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, ამბობენ, რომ თავდასხმები მანამ არ შეწყდება, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს ომს ღაზაში.

ჰუთები აცხადებენ, რომ შაბათს მათს ობიექტებზე თავდასხმა იყო „საცოდავი მცდელობა, იემენს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერაში ხელი შეუშალონ“.

24 თებერვალს, აშშ-ბრიტანეთის იერიშს ზურგს უმაგრებდა ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის, ნიდერლანდების, დანიისა და ბაჰრეინის მხარდაჭერა.

ჰუთები აგრძელებენ წითელ ზღვაში, კომერციულთან ერთად, ამერიკის სამხედრო გემებზე თავდასხმებს - უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით.

შეერთებულმა შტატებმა 23 იანვარს სანქციები დაუწესეს ჰუთების, იგივე „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს.

ჰუთები აკონტროლებენ იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის, დედაქალაქ სანას.

წითელი ზღვა მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერიაა, რომელიც აზიას აკავშირებს ევროპასთან, მათ შორის, საქართველოსთან.

XS
SM
MD
LG