Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმართება მსვლელობა უკრაინის მხარდასაჭერად


უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა თბილისში
უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა თბილისში

„ირწმუნე უკრაინის!“ - ამ მოწოდებით უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე საქართველოში მცხოვრები უკრაინელებმა მსვლელობა გამართეს რუსთაველის ძეგლიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც მრავალწლიანი აგრესიული ომის კულმინაციაა.

უკრაინის სოლიდარობის აქცია პარლამენტის წინ. 24 ტებერვალი, 2024
უკრაინის სოლიდარობის აქცია პარლამენტის წინ. 24 ტებერვალი, 2024

„ომისა, რომელიც რუსეთმა 10 წლის წინ დაიწყო ყირიმის ანექსიით. ორი წლის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა სიმამაცის, გამბედაობის, გამძლეობისა და ერთიანობის მაგალითები სასტიკი, რიცხობრივად აღმატებული მტრის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ და შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რა ფასად არის მოპოვებული ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი და მთელი ცივილიზებული სამყაროს სიმშვიდე“, - ამბობენ მსვლელობის მონაწილეები.

  • 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაიანის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის“. რამდენიმე წუთში საჰაერო და სარაკეტო იერიშები დაიწყო უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც. ამას მოჰყვა სახმელეთო შეჭრა რამდენიმე მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 18-დან 60-მდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის, რომლებსაც აეკრძალათ ქვეყნის დატოვება. რუსეთის შეტევა თავდაპირველად დაიწყო ჩრდილოეთის ფრონტზე ბელარუსიდან კიევის მიმართულებით, სამხეთის ფრონტზე ყირიმიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტსა და აღმოსავლეთის ფრონტზე დონეცკიდან და ლუჰანსკიდან. მარტის განმავლობაში რუსეთის წინსვლა კიევის მიმართულებით უშედეგო იყო. მძიმე დანაკარგებისა და ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსეთის ძალებმა კიევის ოლქი დატოვეს 3 აპრილს.
XS
SM
MD
LG