უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 24 თებერვლის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 770 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.
შესაბამისად, უკრაინის სარდლობის თქმით, რუსეთის ჯამურმა დანაკარგებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან შეადგინა 409 010 სამხედრო მოსამსახურე.
ასევე, გენერალური შტაბის თანახმად, რუსეთის არმიამ დაკარგა:
- 6,534 ტანკი (+8)
- 12,425 ჯავშანტექნიკა (+15)
- 9952 საარტილერიო სისტემა (+36)
- 999 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
- 684 საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა (+2)
- 340 თვითმფრინავი (+1)
- 325 შვეულმფრენი
- 7659 ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების დრონი (+31)
- 1905 ფრთოსანი რაკეტა (+2)
- 25 გემი და კატარღა
- 1 წყალქვეშა ნავი
- 12,988 მანქანა და ბენზინმზიდი (+28)
- 1576 ერთეული სპეცტექნიკა (+1)
23 თებერვალს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს რუსული A-50 თვითმფრინავი.
რუსეთი და უკრაინა ომში ზარალის შესახებ ინფორმაციას თითქმის არ აქვეყნებენ. მოსკოვმა დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალურად მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა, კიევმა კი განაცხადა, რომ მონაცემები ომის შემდეგ გახდება ცნობილი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოველ დაღუპულ უკრაინელ სამხედროზე, რუსეთი ხუთ ჯარისკაცს ჰკარგავს.
2024 წლის იანვრის ბოლოს, ჟურნალ Foreign Affairs-თვის დაწერილ სტატიაში, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დროს სულ მცირე 315 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა. მისი თქმით, ომის დროს განადგურდა რუსეთის ომამდელი სატანკო რეზერვების ორი მესამედი, ხოლო სამხედრო მოდერნიზაციის ათწლიანი პროგრამა თითქმის სრულად განულდა.
2023 წლის დეკემბერში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ ყურადღება გაამახვილა 2023 წელს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული ძალების დანაკარგების მზარდ მაჩვენებელზე და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ტემპით 2025 წლისთვის რუსეთს 500 ათასზე მეტი მოკლული და დაჭრილი ეყოლება.
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთს, სავარაუდოდ, ხუთიდან ათ წლამდე დასჭირდება თავისი ყველაზე მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სამხედრო ფორმირებების კოჰორტის აღსადგენად.