Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გააგრძელა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის დროშა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ქალაქ მელიტოპოლში
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის დროშა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ქალაქ მელიტოპოლში

ევროკავშირმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამო რუსეთისთვის 2022 წლის ოქტომბრიდან დაწესებული სანქციები.

სანქციების 2025 წლის 24 თებერვლამდე შენარჩუნების გადაწყვეტილება დღეს, 20 თებერვალს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიზანშეწონილად მიიჩნევენ სანქციების შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ზომების მიღებას.

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ მოსკოვმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს 2014 წლიდანაც, ყირიმის ანექსიის გამო. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან ევროკავშირს მიღებული აქვს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების 12 პაკეტი და კიდევ ერთს ამზადებს ომის დაწყების ორი წლისთავისთვის.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG