Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ უკრაინას შეიარაღებისა და ტექნიკის ახალი პარტია გადასცა

პარასკევს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

გერმანიამ 16 თებერვალს უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელშიც სხვადასხვა სახეობის ტექნიკისა და ტყვია-წამლის გარდა რამდენიმე ათეული ჯავშანტრანსპორტიორიც არის. გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ცნობაში ჯავშანტრანსპორტიორების შესახებ კონკრეტულად მითითებული არ არის, სამაგიეროდ აღნიშნულია, რომ უკრაინამ მიიღო დაახლოებით 50 ერთეული სხვადასხვა ტიპის დრონი, 1 საინჟინრო ტანკი, 9 გამნაღმველი ე.წ. მტრალავი და 3 ავტომობილი მესაზღვრეთათვის.

"მიწოდება ხორციელდება სამრეწველო საწყობებიდან, და ფინანსდება გერმანული ფონდებით უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ასევე ტარდება წინასწარი მოსამზადებელი ღონისძიებები", - ნათქვამია გერმანიის მთავრობის ანგარიშში.

პარასკევს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლისთვის უკრაინა 7 მილიარდ ევროზე მეტ დახმარებას მიიღებს. ეს თანხები რუსეთთან ბრძოლაში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას მოხმარდება. უკრაინული მხარის ცნობით, გერმანელ მწარმოებლებთან შესაბამისი კონტრაქტები უკვე დადებულია.

XS
SM
MD
LG