Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა მე-9 ცხედარი იპოვეს სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში 


7 თებერვალი. სოფელი ნერგეეთი, სტიქიის ზონა
7 თებერვალი. სოფელი ნერგეეთი, სტიქიის ზონა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მე-9 ცხედარი იპოვეს. ბოლო საათების განმავლობაში სწორედ ერთ დაკარგულ ადამიანს ეძებდნენ.

შსს-ს განცხადებით, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. სამინისტროს ინფორმაციით, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი. სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ".

7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა.

6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.

XS
SM
MD
LG