Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს ნატოს წევრების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. ნატოს სამხედრო წვრთნები პოლონეთში
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. ნატოს სამხედრო წვრთნები პოლონეთში

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში არ გამორიცხავს ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, თუ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება.

„მე ვვარაუდობ ყველა სცენარს და სერიოზულად ვეკიდები ყველაზე უარესს. ასეთია თავდაცვის მინისტრის როლი სიტუაციაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები“, - განუცხადა მინისტრმა გამოცემა Super Express-ს, რომელმაც ჰკითხა, სავარაუდოა თუ არა „შავი სცენარი“, როცა უკრაინა რუსეთთან ომში მარცხდება, რუსეთი კი გეგმავს აგრესიას ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლით, ნატოს რომელიმე წევრზე შეიარაღებული თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიურ თავდაცვას იწვევს.

კოსინიაკ-კამიშის თქმით, მსოფლიოში სიტუაცია ძალიან სერიოზულია და ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ახლო აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანის რეგიონებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თანახმად, ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ, ამიტომ მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა, დასკვნების გამოტანა და ხარვეზების შევსება, მათ შორის არმიის შეიარაღებაში.

ევროპაში ახალი ომის საფრთხის შესახებ ბოლო ხანს განაცხადეს გერმანიამ და შვედეთმაც.

XS
SM
MD
LG