Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტზე უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა გადაწყვიტეს, დაიძლია უნგრეთის წინააღმდეგობა


ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ბრიუსელში მიმდინარე საგანგებო სამიტზე.

ამ გადაწყვეტილების მიღებით დაიძლია უნგრეთის წინააღმდეგობა, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდებოდა.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა: „შევთანხმდით. ერთობა. ყველა 27 ლიდერი დათანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტის გამოყოფას 50 მილიარდი ევროს ოდენობით.“

„ამით უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის სტაბილური, ხანგრძლივი და პროგნოზირებადი დაფინანსება. ევროკავშირი თავის თავზე იღებს ლიდერობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. ვიცით, რისი ბედი წყდება“.

შეთანხმება მიღწეული იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.

ორბანმა დეკემბერში დაადო ვეტო უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას.

საქმე ეხება საფინანსო დახმარების გამოყოფას უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ამ თანხის ნაწილი, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი მომავალი ოთხი წლის განმავალობაში კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს.

XS
SM
MD
LG