Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს იემენელი ჰუთების ხელმძღვანელობას


ჰუთები იემენის დედაქალაქ სანაასთან. 25 იანვარი, 2024.
ჰუთები იემენის დედაქალაქ სანაასთან. 25 იანვარი, 2024.

შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სანქციები დაუწესეს რადიკალური მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს. მოძრაობა ასევე ცნობილია ჰუთების სახელით. ის აკონტროლებს იემენის ტერიტორიის ნაწილს და უკანასკნელი თვეების განმავლობაში წითელ ზღვაში თავს ესხმის სავაჭრო გემებს.

სანქციების სიაში შედიან მოჰამედ ნასერ ალ-ატიფი, რომელსაც ჰუთები მათ მიერ დანიშნულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრს უწოდებენ, ასევე ჰუთების საზღვაო ძალების სარდალი მუჰამად ფადლ აბდ ალ-ნაბი.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ „ჰუთების ხელმძღვანელობის“ წინააღმდეგ სანქციები წითელ ზღვასა და არაბეთის ყურეში გემებზე უკანასკნელი თავდასხმებისთვის დაწესდა ტერორიზმთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში. გემებზე თავდასხმების დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ჰუთები კვლავ შეიყვანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.

ჰუთებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, სავაჭრო გემებზე თავდასხმები დაიწყეს მალევე მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო 7 ოქტომბერს ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ. (ჰამასი აშშ-სა და და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.) იანვარში აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ჰუთების ობიექტებს იემენში. მაგრამ ისინი განაგრძობენ წითელ ზღვაში, მათ შორის ამერიკის სამხედრო გემებზე, უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით თავდასხმებს.

XS
SM
MD
LG