Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ბრიტანეთმა კვლავ განახორციელეს დარტყმები ჰუთების ობიექტებზე იემენში


აშშ-მა და ბრიტანეთმა კვლავ განახორციელეს დარტყმები ჰუთების ობიექტებზე იემენში. 2024 წლის 22 იანვარი
აშშ-მა და ბრიტანეთმა კვლავ განახორციელეს დარტყმები ჰუთების ობიექტებზე იემენში. 2024 წლის 22 იანვარი

აშშ-ის და ბრიტანეთის არმიებმა 22 იანვარს დაბომბეს მრავალი ობიექტი, რომლებსაც იემენში იყენებდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეები. ბოლო ხანებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორი მოკავშირე კოორდინირებულ, საპასუხო დარტყმებს ახორციელებს მეამბოხეთა სარაკეტო დანადგარებზე.

ანონიმურობის დაცვის პირობით ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჰუთების სარაკეტო საწყობების და გამშვებების გასანადგურებლად აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოიყენეს საბრძოლო ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ტიპის რაკეტები.

ათიოდე დღის წინათ აშშ-ის და ბრიტანეთის ერთობლივი დარტყმების მიზანში იყო 28 ადგილას განთავსებული 60-ზე მეტი სამიზნე.

ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს თავს ესხმის 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.

XS
SM
MD
LG