Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა ბათუმის „პლაზასა“ და სხვა მსხვილ სავაჭრო ობიექტებში


ბათუმის “პლაზადან” მოქალაქეების ევაკუირება მოხდა.
ბათუმის “პლაზადან” მოქალაქეების ევაკუირება მოხდა.

ბათუმის „პლაზაში“, სადაც სავაჭრო ცენტრი და ოლიმპიური აუზია განთავსებული, პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფო ევაკუაცია განახორციელეს. ბათუმის "პლაზაში" მდებარე "ოქროს სავაჭრო ცენტრის" ერთ-ერთი თანამშრომელი გვეუბნება, რომ დაახლოებით 17:30 საათზე პოლიცია შენობაში შევიდა და ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება მოითხოვა:

„10 წუთი მოგვცეს დრო იმისთვის, რომ ობიექტები დაგვეტოვებინა. არაფერი აგვიხსნეს, როცა ვიკითხე, მიპასუხეს, რომ ასეა საჭირო. სავარაუდოდ, უსაფრთხოების მიზნით. როგორც გვითხრეს, პლაზას გარდა, ევაკუაცია გამოცხადდა ბათუმში კიდევ ორ მისამართზე, დაზუსტებით არ ვიცით, სად. ჩემი კუთვნილი ავტომობილი "პლაზას" შენობის წინ მეყენა და სასწრაფოდ გაყვანა მომთხოვეს. ასევე ყველა ავტომობილი, რომელიც შენობასთან პარკინგზე იყო, გაიყვანეს", - უთხრა რადიო თავისუფლებას სავაჭრო ცენტრის თანამშრომელმა ინგა ბ.-მ.

შს სამინისტროს პრესსამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ მომხდართან დაკავშირებით. ბათუმის "პლაზას" შენობასთან კი სამართალდამცველების დიდი რაოდენობა მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ბათუმის კიდევ ორ სავაჭრო ცენტრში შევიდა და მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. საუბარია „ბათუმი მოლზე", "გრანდ მოლსა" და "მეტრო მოლზე".

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, შენობაში, სავარაუდოდ, ეძებენ ასაფეთქებელ ნივთიერებას, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა.

XS
SM
MD
LG