Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ტრამპს კიევში ეპატიჟება, "შემაშინებელს" უწოდებს მის დაპირებას ომის "24 საათში" დასრულების შესახებ


უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი. ნიუ-იორკი, 25 სექტემბერი, 2019.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი. ნიუ-იორკი, 25 სექტემბერი, 2019.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „შემაშინებელი“ უწოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირებას უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის „24 საათის განმავლობაში“ მოგვარების თაობაზე, თუკი ის კვლავ დაიკავებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს.

ბრიტანეთის ტელეარხ Channel 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპი შესაძლოა შეეცადოს დაპირების შესრულებას - ომის შეჩერებას 24 საათის განმავლობაში - შედეგების უგულებელყოფითა და იმ პირობების გაუთვალისწინებლად, რომლების დაცვასაც ითხოვს კიევი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ დონალდ ტრამპს უკრაინაში ეპატიჟება.

„დონალდ ტრამპ, მე თქვენ გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუკი ომის შეჩერება შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში, ვფიქრობ, ეს საკმარისია ჩამოსასვლელად,“ თქვა ზელენსკიმ.

შარშან მაისში CNN-ის ეთერში ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინაში ომი „24 საათში“ გააჩეროს.

თავისი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ტრამპი არაერთხელ გამოვიდა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების აღმოჩენის წინააღმდეგ და კიევსა და მოსკოვს მშვიდობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა.

ტრამპი ამჟამად იბრძვის იმისთვის, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელთა კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. მან უკვე გაიმარჯვა რესპუბლიკელთა კოკუსში აიოვაში.

XS
SM
MD
LG